ჩემპიონთა ლიგის პირველ მეოთხედფინალურ შეხვედრაში ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენმა“ „ასტონ ვილა“ 3:1 დაამარცხა.
ხვიჩა კვარაცხელიამ (Flashscore - 8,5) 49-ე წუთზე გოლი გაიტანა და პარიზელები დააწინაურა.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „ასტონ ვილა“ 3:1(1:1)
გოლები: 35' მორგან როჯერსი 0:1, 39' დეზირე დუე 1:1, 49' ხვიჩა კვარაცხელია 2:1, 90+3' ნუნუ მენდეში 3:1
დღეს გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში „ბარსელონამ“ დორტმუნდის „ბორუსია“ გაანადგურა.
„ბარსელონა„ - „ბორუსია“ დორტმუნდი 4:0(1:0)
გოლები: 25' რაფინია 1:0, 48' და 66' რობერტ ლევამდოვსკი 2:0 და 3:0, 77' ლამინ იამალი 4:0
განმეორებით შეხვედრები 15 აპრილს გაიმართება. „პარი სენ-ჟერმენს“ და „ასტონ ვილას“ ორმატჩიან რაუნდში გამარჯვებული ნახევარფინალში „რეალ“ და არსენალს შორის უმჯობესს შეხვდება, „ბარსელონას“ და „ბორუსიას“ წყვილში გამარჯვებულს კი ნახევარფინალში „ბაიერნი“ ან „ინტერი“ შეხვდება.