რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი.
გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მაშველებმა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.
ადგილზე ამ დრომდე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, ცეცხლი ლიკვიდირებულია. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.