ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის გზებზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
„ინტენსიური თოვის და ქარბუქის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზაზე და ახალციხე-ნინოწმინდის გზაზე დროებით იზღუდება მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია“,- აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.