იტალიაში მიმდინარე სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეებმა დღეს ეკვატორი გადალახეს.

სიცილიის ქალაქ ტერასინიში მიმდინარე სენიორ ქალთა მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე ტურში 2022 წლის სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელმა სოფიკო ტერელაძემ ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე რუსი ტატიანა ბოგუმილი დაამარცხა, სენიორთა შორის რვაგზის (1995, 2009, 2014, 2015, 2016, 2018, 2019, 2022) მსოფლიო ნონა გაფრინდაშვილი კი ბერძენ მარინა მაკროპულუსთან დამარცხდა 

გალინა სტრუტინსკაია (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) - 5,0
სოფიკო ტერელაძე  (საქართველო) - 4,5
მარიანა მაკროპოლუ (საბერძნეთი) - 4,5
მონიკა კლაზეტა რუისი (ესპანეთი) - 4,0
მაშა კლინოვა (ისრაელი) - 4,0
ელენა კრასენკოვა (პოლონეთი) - 4,0
ირინა მიხაილოვა (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) - 4,0
ლარისა ხროპოვა (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) - 4,0
ტატიანა ბოგუმილი (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი) - 3,5
ბრიჯიტ ბურხარდტი (გერმანია) - 3,5
მარტინა ფოლკოვა (ჩეხეთი) - 3,5
მირა კირზეკი (გერმანია) - 3,5
ლილიანა ლეშნერი (პოლონეთი) - 3,5

ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე ნონა გაფრინდაშვილს 3,0 ქულა აქვს და  მისთვის ერთობ უჩვეულო მე-14 ადგილზე იმყოფება.

სენიორ კაცთა შორის 6 ტურის შემდეგ 4,5 ქულა აქვს და ლიდერებს 0,5 ქულით ჩამორჩება სენიორთა შორის ორგზის (2014, 2022) მსოფლიო ჩემპიონი ზურაბ სტურუა.  

მაიკლ ადამსი (დიდი ბრიტანეთი) - 5,0
სუატ ატალიკი (სერბეთი) - 5,0
ივან მოროვიჩ-ფერნანდესი (ჩილე) - 5,0
არტაშ მინასიანი (სომხეთი) - 5,0
ზურაბ სტურუა (საქართველო) - 4,5
კლაუს ბიშოფი (გერმანია) - 4,5
უფე ვინტერ-შოუ (დანია) - 4,5
მაქსიმ ნოვიკი (ლიეტუვა) - 4,5