თბილისის „დინამო" კონფერენცლიგას საკვალიფიკაციო ეტაპის პირველივე წრეში გამოეთიშა.

ქართველი ფეხბურთელები საპასუხო შეხვედრის უკვე მე-20 წუთზე მინდორზე ათნი დარჩნენ. მსაჯმა პირველ შეხვედრაში დინამოელთაგან გოლის გამტანი უგრეხელიძე გააძევა.

მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში ყოფნისა, დინამოელები 33-ე წუთზე სალიას მიერ გატანილი გოლით დაწინაურდნენ. 

შეხვედრის 57-ე წუთზე სტუმრებმა საპასუხო გოლი გაიტანეს და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.  ორი მატჩის ჯამში „დინამო 2:3 დამარცხდა.

„დინამო" თბილისი - „მორნარი" (ბარი, მონტენეგრო) 1:1
გოლები: 33' ვახტანგ სალია, 57' დარკო ზორიჩი
გაძევება: 20' ნიკოლოზ უგრეხელიძე (წითელი ბარათი)

საქართველოს ყველაზე ტიტულიანი გუნდი დამარცხდა კლუბთან, რომელიც ევროთასების დებიუტანტია და რომლის საფეხბურთო მინდორიც 2300 მაყურებელს იტევს.