ბულგარეთის დედაქალაქ სოფიის ზამთრის სპორტის სასახლეში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფის ბოლოსწინა ტურის შეხვედრება გაიმართა.

საქართველოს ჰოკეისტთა ნაკრების მეტოქე დღეს ტაივანის ნაკრები იყო.

საქართველომ მეტოქე ანგარიშით დაამარცხა და ბოლო ტურში ბელგიის ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში ჯგუფში გამარჯვებას და მსოფლიო ჩემპიონატის B დივიზიონის I ჯგუფში თამაშის უფლებას მოიპოვებს.

საქართველო - ტაივანი 6:4(2:1, 1:2, 3:1)

შაიბები: 01.22' არტიომ კოზიულინი (ასისტენტო ნიკიტა ბუკია) 1:0, 05.08' 1:1, 08.51' ივან კარელინი (ასისტენტი დმიტრი ერმოშენკო) 2:1, 22.21' ივან შვეცოვი 1:3, 25.49' 3:2, 26.07 3:3, 40.54' ივან კარელინი (ასისტენტი არტიმ კურბატოვი) 4:3, 41.59' ნიკიტა ბუკია (ასისტენტი ბორის კოჩკინი) 5:3, 51.42' 5:4, ნიკიტა ბუკია (ასისტენტი ბორის კოჩკინი) 6:4

ბოლო ტურის წინ ბელგიას 12 ქულა აქვს, საქართველოს - 9 ქულა, ახალ ზელანდიას კი 7 ქულა.