ფოთელი სპორტსმენი, ელიზბარ (ჯაბა) თურქია 71 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა (მწვრთნელები - კონსტანტინე ხუბუტია, ზურაბ ძაძამია. სკოლის მენეჯერი - გრიგოლ გუგუშვილი).
მან ხუთი შეხვედრიდან სამი მოიგო და მესამე ადგილს დაეუფლა.
ცნობისთვის, სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში ევროპის ჩემპიონატი სამბოში 9 მაისს დაიწყო და 12 მაისს დასრულდება. ტურნირში ევროპის 30 ქვეყნის 700-მდე სამბისტი მონაწილეობს.