თბილისში საპროტესტო მარში იმართება, რომლის მონაწილეებიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მარში სხვადასხვა ოპოზიციური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ორგანიზებით იმართება.

თავდაპირველად მარშის მონაწილეები მეტროსადგურ „300 არაგველთან“, მარჯანიშვილის მოედანზე, რესპუბლიკის მოედანსა და „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, რის შემდეგაც მსვლელობით ევროპის მოედნისკენ მიემართებიან.

მარშში მონაწილეობენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები. მარშის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე ხელისუფლება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს არ გაიწვევს.