თბილისი არენაზე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპის მე-5 ტურის შეხვედრა კალათბურთში საქართველოს და დანიას შორის.
შეხვედრა ქართველმა კალათბურთელებმა მოიგეს და ჯგუფური ტურნირის დასრულებამდე ერთი ტური ადრე გაინაღდეს ევრობასკეტის ფინალურ ეტაპზე თამაში.
საქართველო - დანია 62:60 (19:21, 18:4,11:20, 14:15)
ამავე ჯგუფში გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში ფინეთი სახლში სერბეთთან დამარცხდა.
ფინეთი - სერბეთი 95:105 (26:24, 31:27, 14:28, 24:26)