შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ზვიადაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდა.
ზვიად ზვიადაძემ არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას პატივი მიაგო, მისი საფლავი გვირგვინით შეამკო და ოჯახის წევრებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.
მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საკითხთა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ზვიადაძესთან ერთად, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე, მცხეთა-მთიანეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე გოჩა ქავთარაძე და ახალგორის გამგებელი გელა შერმადინი იმყოფებოდნენ.