საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი  ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სამტრედია-ლანჩხუთი-გრიგოლეთის საავტომობილო გზის კმ16-კმ57 მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.