2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების წინ, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე განმარტავს, თუ როგორ დაეხმარა მას ოლიმპიური სოლიდარობის სასტიპნედიო პროგრამა გაჰყოლოდა ოჯახის კვალს ფარიკაობის სამყაროს მწვერვალზე ასვლისას.
როგორც ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ხმლით მოფარიკავე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, სანდრო ბაზაძე დომინანტური ძალაა ფარიკაობის სამყაროში და იქნება ერთ-ერთი სპორტსმენი, ვინც 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებს მოიგებს.
“მოხარული ვარ, რომ ოლიმპიურ თამაშებზე წავედი“, - ამბობს ბაზაძე. "ჩემი კარიერა კარგად მიდის, ამ მომენტში ვამაყობ ჩემი თავით. ვიმედოვნებ, რომ სეზონს პირველ ნომრად დავასრულებ, რადგან ეს იმის მანიშნებელი იქნება, რომ 2024 პარიზის ოლიმპიური თამაშები მოვიგე.
მიუხედავად ბოლო წლების ძლიერი შედეგებისა, მათ შორის ოქროს მედლების 2022 წელს და 2023 წელს ევროპის ჩემპიონატებზე და ვერცხლის 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, ბაზაძე კვლავ ისწრაფვის წარმატებისკენ პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე. 2016 წელს რიოში მან მე-13 ადგილი დაიკავა და 2020 წელს ტოკიოში მე-4 ადგილზე გავიდა.
”ეს მართლაც რთული იყო, რადგან ვფიქრობ, რომ მზად ვიყავი მედლების მოსაპოვებლად,” - განმარტავს ის. „მაგრამ ტოკიოს შემდეგ ძალიან გავიზარდე. ამან მენტალურად გამაძლიერა. ბოლო სამი წლის განმავლობაში, მე ვიყავი რეიტინგის ლიდერი და ჩემი სეზონები ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა მე მჭირდება მედლის მოპოვება, რადგან საკუთარ თავს უნდა ვაჩვენო ვაჩვენო, რომ ამას ვიმსახურებ.
სანდრო ბაზაძე
წლების განმავლობაში აქტიურად ვშრომობდი.
მე უბრალოდ მინდა წავიდე ოლიმპიადაზე, ვიგრძნო გარემო და ვაჩვენო მსოფლიოს თუ ვინ ვარ სინამდვილეში. იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება ჩემთვის, ჩემი ოჯახისთვის და ჩემი ქვეყნისთვის.
ფარიკაობა უაღრესად პოპულარული სპორტია საქართველოში, სადაც ბაზაძე სპორტის ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი და ოლიმპიური მედლების ყველაზე ძლიერი იმედია. პარიზი 2024ზე ის აპირებს გახდეს თავისი ქვეყნის პირველი ოლიმპიური მედალოსანი ფარიკაობაში.
სანდროს კარიერაში ოლიმპიური სოლიდარობის სტიპენდიის პროგრამა ფასდაუდებელი აღმოჩნდა, რადგან ის დაეხმარა მას ფარიკაობის მწვერვალების დაპყრობაში.
„სპორტში არის ბევრი რამ, რაშიც მცირე დახმარება გჭირდება, მათ შორის ფიზიოს, პერსონალური მწვრთნელებისა და სპორტული დარბაზისა. სწორედ ოლიმპიური სოლიდარობა დამეხმარა ამის ორგანიზებაში და დაფინანსებაში“, - ამბობს ის.
ოლიმპიური სოლიდარობის მხარდაჭერით გაძლიერებულმა ბაზაძემ რთული გადაწყვეტილება მიიღო, დაეტოვებინა საქართველო და გადასულიყო საფრანგეთში.
”მე გადავწყვიტე რიოს შემდეგ საფრანგეთში წავსულიყავი, რადგან საქართველოში ბევრი ახალგაზრდა მოფარიკავე წყვეტს სპორტის პრაქტიკას,” - განმარტავს ის. „შედეგად, დონე ცოტა დაბალი იყო, ამიტომ ვფიქრობ არ იყო სავარჯიშოდ საუკეთესო გარემო. შენს ირგვლივ ადამიანები ერთ დონეზე უნდა იყვნენ და ამიტომ მე და მამაჩემმა, რომელიც ჩემი მწვრთნელი იყო, გადავწყვიტეთ საფრანგეთში გადასვლა, რადგან აქ ფარიკაობის დონე ძალიან მაღალია. დავიწყე მუშაობა მართლაც კარგ მწვრთნელთან კრისტიან ბაუერთან და სწრაფად გავაუმჯობესე ჩემი შედეგები.
„თითქმის ექვსი წელია აქ ვარ; ხალხმა იცის ჩემ შესახებ, მხარს მიჭერს“, - გვიხსნის ის. "ვფიქრობ, ეს დამეხმარება და კარგი გარემო იქნება ჩემთვის პარიზში."
საკუთარი ოჯახიდან შთაგონებული და ნასწავლი
13 წლის ბაზაძეს ფარიკაობის სამყარო გააცნო სპორტის კარგად მცოდნე - მამამ- მერაბმა, რომელიც საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტია. სანდროს ოჯახიდან არასდროს ჰქონია ზეწოლა ჩართულიყო ფარიკაობაში. როდესაც ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატს დაესწრო და ნახა ბექა-საკუთარი ძმა, თუ როგორ წარადგენდა საქართველოს, სწორედ ეს იყო მისი ინსპირაცია ჩართულიყო აღნიშნულ სპორტში.
მიუხედავად იმისა, რომ ბაზაძე სპორტით შედარებით გვიან დაკავდა, ოჯახის თანადგომა და გამოცდილება ნიშნავდა, რომ ის სწრაფად განვითარდა და 19 წლისთვის უკვე მოიგო ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში.
”მე ნამდვილად მადლობელი ვარ მათი, რადგან რომ არა ჩემი ოჯახი, არ ვფიქრობ, რომ გავხდებოდი ის, ვინც ახლა ვარ.”