ტუნისში დასრულდა მოფარიკავეთა შეჯიბრება ტუნისის გრან-პრიზე.
ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფმა სანდრო ბაზაძემ ტუნის გრან-პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
სანდრო ბაზაძემ ტურნირზე ჩინელ ლიან ციაჰაოს 15:6 სძლია, რუმინელ იულიან ტეოდოსიუს 15:9, ფრანგ ბოლად აპიტის 15:13, მასპინძელ ფარეს ფერჯანისთან ნახევარფინალური შეხვედრას კი 14:12-ს იგებდა, მაგრამ საბოლოოდ 14:15 წააგო.
1. ჰიტკოკი (აშშ)
2. ფარეს ფერჯანი (ტუნისი)
3. სანდრო ბაზაძე (საქართველო)
3. არონ ჟილაგი (უნგრეთი)