სეულში დასრულდა ხმლით მოფარიკავეთა შეჯიბრება სამხრეთ კორეის ტელეკომის გრან-პრიზე.
გრან-პრის ფინალში ერთმანეთს სანდრო ბაზაძე და ეგვიპტელი ზიად ელსისი შეხვდნენ.
ეგვიპტელმა სპორტსმენმა, რომელმაც შარშან მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრა სანდრო ბაზაძესთან 14:15 წააგო, შეძლო რევანშის აღება, 15:13 გაიმარჯვა და გრან-პრის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
სანდრო ბაზაძემ ზედიზედ მეორედ მეორედ მოიპოვა სეულის ტელეკომის გრან-პრის ვერცხლის მედალი.
ფინალამდე სანდრო ბაზაძემ დაამარცხა:
ოცდამეთორმეტედფინალში იაპონელი რეო ჰივატაჩი 15:8, მეთექვსმეტედფინალში კორეელი ჩონ ჰანგილი (15:6), მერვედფინალში კორეელი ბოგილ გუ 15:12, მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი 15:8 და ნახევარფინალში ამერიკელი კოლინ ჰიტკოკი 15:13
ხმლით მოფარიკავეთა რეიტინგი სეულის გრან-პრის შემდეგ ასე გამოიყურება:
სანდრო ბაზაძე (საქართველო) - 242 ქულა
ზიად ელსისი (ეგვიპტე) - 204 ქულა
ალი პაკდამანი (ირანი) - 161 ქულა
არონ ჟილაგი (უნგრეთი) - 152 ქულა
კოლინ ჰიტკოკი (აშშ) - 148 ქულა
დერშვიცი (აშშ) - 145 ქულა
მატიას საბო (გერმანია) - 144 ქულა
სანგუკ ოჰი (კორეა) - 134 ქულა
ბოლიდ აპიტი (საფრანგეთი) - 128 ქულა
სებასტიენ პატრისი (საფრანგეთი) - 126 ქულა