ბუდაპეშტში დასრულდა ფიდეს 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-6ტურის შეხვედრები.  

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-6 ტურში ქართველმა ქალებმა მონღოლები 2,5:1,5 დაამარცხეს.

საქართველოს ქალთა ნაკრებს ექვსი ტურის შემდეგ ხუთი მოგება და ერთი ფრე აქვთ და 11 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება.

1. ინდოეთი - 12 ქულა
2-3. საქართველო - 11 ქულა 
2-3. პოლონეთი - 11 ქულა  

ქართველმა კაცებმა მეექვსე ტურის შეხვედრა ესპანელებს 2,5:1,5 მოუგეს. მათ ექვსი ტურის შემდეგ ოთხი მოგება და ორი ფრე აქვთ და 10 ქულით მეცხრე ადგილზე არიან

1. ინდოეთი - 12 ქულა
2-4. ვიეტნამი - 11 ქულა
2-4. ირანი - 11 ქულა
2-4. ჩინეთი - 11 ქულა
5-14. უზბეკეთი - 10 ქულა
5-14. საფრანგეთი - 10 ქულა
5-14. უნგრეთი - 10 ქულა
5-14. ინგლისი - 10 ქულა
5-14. საქართველო - 10 ქულა
5-14. უკრაინა - 10 ქულა
5-14. სერბეთი - 10 ქულა
5-14. ლიეტუვა - 10 ქულა
5-14. ნიდერლანდები - 10 ქულა
5-14. პოლონეთი - 10 ქულა

მე-7 ტურში ქალები ინდოელებს შეხვდებიან, კაცები კი ფრანგებს.