ლეგენდარული ფრანგი ძიუდოისტი, ტედი რინერი ძიუდოს მსოფლიო გაერთიანებასთან მიცემულ ინტერვიუში ქართველ გურამ თუშიშვილზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება სწორედ თუშიშვილთან დაპირისპირებამ მოახდინა და მისი დასრულების შემდეგ, ფრანგის თქმით, მან ქართველს უთხრა, რომ ერთი სული ჰქონდა, კიდევ როდის შედგებოდა მათი ორთაბრძოლა. 

აღნიშნული ინტერვიუ ქართულ ენაზე, ფეისბუქის გვერდმა - We love Judo-მ თარგმნა

ჟურნალისტი: ერთი წელი ბრძოლის გარეშე. ბრუნდებით და ყველასთვის ნომერ პირველი სამიზნე ხართ, მაგრამ ბოლოს მაინც ახერხებთ გამარჯვებას. ისე ჩანდა, რომ ამ ყველაფრისგან დიდი სიამოვნება მიიღეთ.

რინერი: დიახ, ეს სიმართლეა. მართლაც დიდი სიამოვნება მივიღე. ასევე კარგად მოვემზადე ამ ტურნირისათვის, მიუხედავად იმისა, რომ წელს ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა. მე კვლავ დიდ სიამოვნებას ვიღებ ამ ყველაფრისგან, რაც კვლავ მაძლევს მოტივაციას (ოლიმპიური) თამაშების შემდეგ, რათა გამოვხატო ჩემი თავი ამდაგვარად. გრძელი დღე იყო, გადაღლილი ვარ, მაგრამ ტატამზე დიდი სიამოვნება მივიღე და შევხვდი ოპონენტებს, რომლებიც გაცილებით უფრო საბრძოლოდ იყვნენ შემართული, ვიდრე ჩვეულებრივ. ასე რომ, ნამდვილად ბედნიერი ვარ. რთულია ჩემი ძიუდოს სტილის ჭიდაობა, როცა დაცვითი სტილის მეტოქეებს ვხვდები, მაგრამ დღეს შევძელი ჩემი გდებების გაკეთება და ქვეჭიდში მუშაობა. ბედნიერი ვარ.

ჟურნალისტი: ვინ მოახდინა თქვენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

ტედი რინერი: ორი აზრი არ არსებობს ნახევარფინალმა! (თუშიშვილის წინააღმდეგ). ეს დიდი სიამოვნება იყო. შეხვედრის შემდეგ მასთან მივედი კიდეც და ვუთხარი, რომ ერთი სული მაქვს, კიდევ როდის შედგება ჩვენი ორთაბრძოლა!

ჟურნალისტი: ყველა ექსპერტი აღნიშნავდა, რომ ეს იყო ფინალი ფინალამდე. ხედავთ თუ არა მასში ყველაზე დიდ ოპონენტს შემდეგი წლების განმავლობაში?

ტედი რინერი: რა თქმა უნდა. ის იქნება მეტოქე, რომელსაც უნდა უფრთხოდე. ის ძლიერი ძიუდოისტია და ასევე ძალიან ძლიერია მენტალურად. მე ეს მომწონს. როგორც კი ტატამიდან გავედი, ჩემ მწვრთნელს ვუთხარი, რომ სავარჯიშოდ საქართველოში მინდა წასვლა