ქუთაისის "ტორპედოს" იტალიელი ინვესტორები გადაიბარებენ

1580920477
შეხვედრა ინვესტორებს, იმერეთის გუბერნატორ ზვიად შალამბერიძესა და ქუთაისის მერ გიორგი ჭიღვარიას შორის დასრულებულია.
როგორც საუბრის შემდეგ მხარეებმა განაცხადეს მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებზე თანხმობა განაცხადეს, მოლაპარაკებები მიმდინარე ტექნიკურ საკითხებზე კვირის ბოლოსთვის საბოლოოდ დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ეყოლება.
მთავარი მიზანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და "კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში" ღირსეული გამოსვლა იქნება.