ინგლისის პრემიერ ლიგაში 36-ე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.

35-ე ტურის მატჩში „არსენალმა" „ბორნუთ" 3:0 დაამარცხა და მდევართან ერთქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა.

„მანჩესტერ სიტის" მიერ „ვულვერჰემტონის" კარში გატანილი ხუთიდან ოთხი გოლი ერლინ ჰოლანის ანგარიშზეა.

ლიდერთა გამარჯვებების შემდეგ მესამე ადგილზე მყოფ „ლივერპულს" ჩემპიონობის მოპოვების ძალზე მცირე თეორიული შანსი დარჩა.

„მანჩესტერ სიტი" 11 მაისს გასვლაზე „ფულჰემს" შეხვდება, 14 მაისს გამოტოვებულ შეხვედრას ლონდონში „ტოტენჰემთან" გამართავს, ბოლო ტურში კი „ვესტ ჰემს" მიიღებს სახლში და სამივე შეხვედრაში მოგების შემთხვევაშიც კი, „არსენალმა" ქულა უნდა დაკარგოს და ბურთების სხვაობაში უპირატესობა უნდა გაანიავოს, ჩემპიონობის მოპოვება რომ ვერ შეძლოს.

„არსენალი" 11 მაისს მანჩესტერში „მანჩესტერ იუნაიტედთან" ითამაშებს, 19 მაისს კი სახლში „ევერტონს" მიიღებს.


„არსენალი" - „ბორნმუთი" 3:0(1:0)


„მანჩესტერ სიტი" - ვულვერჰემპტონი" 5:1(3:0)


„ლუტონ ტაუნი" - „ევერტონი" 1:1(1:1)


„ბარნლი" - „ნიუკასლი" 1:4(0:3)


„ბრენტფორდი" - „ფულჰემი" 0:0


„შეფილდი" - „ნოტინგემი" 1:3(1:1)



ბომბარდირები:
ერლინ ჰოლანი („მანჩესტერ სიტი") - 25(6 პენალტიდან)
ალექსანდერ ისაკი („ნიუკასლი") - 20 (5 პენალტიდან)
კოულ პალმერი („ჩელსი") - 20(9 პენალტიდან)
ოლი უოტკინსი („ასტონ ვილა") - 19
დომინიკ სოლანკე (ბორნმუთი") - 18(1 პენალტიდან)
მოჰამედ სალაჰი („ლივერპული") - 17(5 პენალტიდან)