კომაროვის სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეები დავით კლდიაშვილი და თამარ ფეიქრიშვილი სწავლას მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტში (MIT) სრული დაფინანსებით გააგრძელებენ. - ამის შესახებ ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
დავითმა მათემატიკის, ხოლო თამარმა მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულება აირჩია.
მოგეხსენებათ, MIT მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მასაჩუსეტსის ინსტიტუტი ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია.
MIT-ში სწავლის გადასახადი 300000$-მდე აღწევს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლიდან ყოველწლიურად MIT-ში კომაროვის სკოლის ერთი ან ორი კურსდამთავრებული აგრძელებს სწავლას. დავითი და თამარი MIT-ში ჩარიცხული მე-12 და მე-13 კომაროველები არიან.
თამარსა და დავითს არაერთი აკადემიური წარმატება აქვთ. არიან სხვადასხვა სასკოლო, ეროვნული თუ საერთაშორისო ოლიმპიადებისა და ტურნირების არაერთგზის გამარჯვებულები.
დეტალური ინფორმაციის სანახავად გადადით ბმულზე: https://rb.gy/2q3vjtკომაროვის სკოლა ულოცავს თამარსა და დავითს და მომავალშიც მრავალ წარმატებას უსურვებს! - წერს კომაროვის სკოლა.