პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე შვიდკაცა რაგბის ტურნირის მონაწილე გუნდებმა ჯგუფური ტურნირის ბოლო შეხვედრები გამართეს.

ახალი ზელანდიის და ირლანდიის გუნდების შეხვედრაში გამარჯვებულს  მეოთხედფინალში ჯგუფში მესამე ადგილზე გასულ სამხრეთ აფრიკასთან უწევდა შეხვედრა, დამარცხებულს კი ტურნირის ფავორიტთან, ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ჩემპიონ ფიჯის ნაკრებთან. 

ირლანდიამ პირველი ტაიმი 12:0 მოიგო,, მაგრამ მეორე ტაიმში ახალმა ზელანდიამ ჯერ შეამცირა ანგარიში სხვაობა, შეხვედრის მიწურულს გამარჯვებაც გამოსტაცა ხელიდან მეტოქეს.

სამოა - კენია 26:0
ავსტრალია - არგენტინა  22:14

აშშ - ურუგვაი 33:17
ფიჯი - საფრანგეთი 19:12

სამხრეთ აფრიკა - იაპონია 49:5
ახალი ზელანდია - ირლანდია 14:12






ამრიგად პლეი-ოფში ერთმანეთს შეხვდებიან:

ახალი ზელანდია - სამხრეთ აფრიკა
ავსტრალია - აშშ
ფიჯი - ირლანდია
არგენტინა - საფრანგეთი