ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტოები ტელეარხ NTV Iraq-ზე დაყრდნობით წერენ.

ერაყის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებმა ადგილობრივ მედიასთან საუბარში განაცხადეს, რომ ერაყის ნაკრების ზოგიერთ წევრს ჯერ კიდევ არ აქვს მიღებული შეერთებული შტატების ვიზა.

ნაკრების ხუთ ფეხბურთელს ეთქვა უარი ვიზაზე. მიზეზი - უცნობია. ფედერაცია საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მიზნით ფიფას მიმართავს, - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმა. 

2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრის შემდეგ, ერაყი მე-9 ჯგუფში საფრანგეთთან, ნორვეგიასთან და სენეგალთან ერთად მოხვდა. ტურნირი 11 ივნისს დაიწყება და 19 ივლისამდე გაგრძელდება.