დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატის ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნების საკვალიფიკაციო ტურნირი
საკვალიფიკაციო ტურნირის ფინალურ ეტაზე გასული, სამ ჯგუფად გადანაწილებული გუნდების ბოლო ტურის შეხვედრების შემდეგ გაირკვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურები პანამამ, კიურასაომ და ჰაიტიმ მოიპოვეს.
ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში შემავალი თვითმმართველი სახელმწიფო ერთეული კიურასაო ვენესუელის სანაპიროდან ჩრდილოეთით 80 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მისი ფართობი 444 კვადრატული კილომეტრია, მოსახლეობა კი 156 ათასი. დღემდე ყველაზე მცირე მოსახლეობიანი ქვეყანა, რომელსაც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპის საგზური ჰქონდა მოპოვებული, ისლანდია იყო.
ჯგუფი A
პანამა - სალვადორი 3:0(2:0)
გვატემალა - სურინამი 3:1(0:0)

ჯგუფი B
ტრინიდადი და ტობაგო - ბერმუდის კუნძულები 2:2(1:0)
იამაიკა - კიურასაო 0:0

ჯგუფი C
კოსტა-რიკა - ჰონდურასი 0:0
ჰაიტი - ნიკარაგუა 2:0(2:0)

ორი საუკეთესო მეორეადგილოსანი, სურინამი და იამაიკა, საკონტინეტთაშორისო პლეიოფში ითამაშებს ბოლივიასთან, ახალი კალედონიასთან, ერაყთან და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან ერთად.




