როცა აგებ, თან ასეთი ანგარიშით, ძალიან გულდასაწყვეტია ჩემთვისაც და ფეხბურთელებისთვისაც. სანამ ამდენ გოლს გავუშვებდით, მომენტები ჩვენ გვქონდა და ვერ გამოვიყენეთ, - განაცხადა მონაკოს მწვრთნელმა ადი ჰუტერმა გუშინდელი თამაშის შემდეგ, რომელიც პარიზში, პარკ დე პრენსზე პარი სენ-ჟერმენსა და მონაკოს შორის გაიმართა.

„მეორე ტაიმში გამოჩნდა, თუ რა ძლიერ გუნდს ვეთამაშებოდით. ბურთზე კონტროლი მთლიანად დავკარგეთ და ბევრ შეცდომას ვუშვებდით.

პსჟ-ს შეტევაში ფანტასტიკური ფეხბურთელები ჰყავს. კვარაცხელიას გოლმა ყველაფერი დაასრულა, რადგან მალევე მის გოლს მესამე ბურთიც მოჰყვა და ბრძოლის მიუხედავად, ბოლო წუთზე მეოთხე გოლიც მივიღეთ", - განაცხადა მონაკოს მწვრთნელმა.