დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი სოფლის ცენტრში არსებულ მემორიალს შეეჯახა.
გარდაცვლილია 27 წლის მამაკაცი, რომელიც ავტომობილს სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში მართავდა. მასთან ერთად მანქანაში მყოფი კიდევ ერთო პირი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ჯერ ადგილობრივ კლინიკაში, მოგვიანებით კი თბილისში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.








