ასეთი განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ბაქოში, აზერბაიჯანის მე-2 საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს გააკეთა.
„სატრანზიტო ქვეყნად რომ ვქცეულიყავით, ჩვენ კარგი ურთიერთობები გვჭირდებოდა როგორც ჩვენს მეზობლებთან, ასევე ჩვენი მეზობლების მეზობლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ღია ზღვაზე წვდომის გარეშე, წარმატების მიღწევა შეუძლებელია, რაც არ უნდა ეცადოთ. ჩვენ ამ მიზანს მივაღწიეთ. დღეს ჩვენი ურთიერთობები ყველა მეზობელთან ნათელია და, რაც მთავარია, პროგნოზირებადი“, - განაცხადა ფორუმზე სიტყვით გამოსულმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ფორუმში, რომლის მთავარი თემაა „ნდობის აღდგენა ფრაგმენტირებულ მსოფლიოში: სამხრეთ კავკასია, როგორც გლობალური კავშირებისა და საინვესტიციო სტაბილურობის საყრდენი“, მონაწილეობას იღებს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის(დელეგაციის ხელმძღვანელი), საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ ბერეკაშვილის, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ლაშხის, მარიამ ლაშხის, მეგობრობის ჯგუფის წევრების ანტონ ობოლაშვილის, სავალან მირზოევის და ზაურ დარგალის შემადგენლობით.



ფორუმის მუშაობაში ასევე მონაწილეობს სააგენტოს, „აწარმოე საქართველოში“, თავმჯდომარე ხიდურელი, რომელმაც სიტყვით გამოსვლის დროს ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები განსაკუთრებული ხასიათის მატარებელია.

მისი თქმით, 1990-იანი წლებიდან დღემდე საქართველოში აზერბაიჯანის პირდაპირი ინვესტიციების მოცულობა 3.62 მილიარდ დოლარს შეადგენს (2026 წლის აპრილში თბილისში ვიზიტის დროს ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ საქართველოს ეკონომიკაში აზერბაიჯანის ინვესტიციის მოცულობა 3.6 მილიარდ დოლარს შეადგენს - „აიპრესი“).
მან ცალკე აღნიშნა საქართველოში უმსხვილესი აზერბაიჯანული კომპანიების, მათ შორის სოკარის და პაშა ჰოლდინგის საქმიანობა. მისი თქმით, უახლოეს მომავალში პაშა ჰოლდინგმა ერთად თბილისის ცენტრში ახალი სასტუმრო და მრავალფუნქციური კომერციული პროექტის შესახებ გამოცხადდება.
რეგიონული თანამშრომლობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან პერსპექტიულ პროექტზე საუბრისას, ხიდურელმა გამოყო შავი ზღვის ფსკერზე წყალქვეშა ელექტროკაბელის გაყვანა, რომელმაც საქართველო პირდაპირ უნდა დააკავშიროს ევროპასთან. მისი თქმით, პროექტის კაპიტალური დანახარჯები დაახლოებით 4,4 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. პროექტის ფარგლებში იგეგმება საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ურთიერთთანამშრომლობა.
ხიდურელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია არა მხოლოდ ელექტროენერგიის წარმოებაზე, არამედ მისი ჭარბი რაოდენობის საქართველოს გავლით ევროკავშირში ტრანსპორტირების შესაძლებლობაზეც. მან ასევე აღნიშნა უკვე არსებული ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომლებიც, მისი თქმით, ხელს უწყობს ქვეყნებს შორის კავშირების შემდგომ განმტკიცებას.
„ჩვენ აზერბაიჯანთან ძალიან კარგი მეგობრული, ძმური ურთიერთობები გვაქვს. მეგობრებთან საქმიანი ურთიერთობა ყოველთვის სასიამოვნოა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ“, - განაცხადა ხადურელმა.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




