ჩინეთის ქალაქ ჩენდუში პროფესიონალ ჩოგბურთელთა 250-იანი ტურნირი გრძელდება
ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მსოფლიო რეიტინგის 145-ე ნომერი) ჩენდუს ტურნირზე ამერიკელი ჯენსონ ბრუკსბი (მსოფლიო რეიტინგის 77-ე ნომერი) დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - ჯენსონ ბრუკსბი 6:4, 7:6(7:4)
ნახევარფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი ალეხანდრო დავიდოვიჩ-ფოკინას (მსოფლიო რეიტინგის 29-ე ნომერი) შეხვდება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




