სლოვაკეთში დასრულდა ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში.
ბრატისლავის Tipos aréna-ზე გამართულ ფინალურ შეხვედრაში მსოფლიო ჩემპიონ აზერბაიჯანს მეტოქედ უკრაინა ჰყავდა.
შეხვედრა აზერბაიჯანმა 2:0 მოიგო და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
აზერბაიჯანმა ფინალამდე ჯგუფში დაამარცხა ავსტრიია (1:0), იტალია (3:0) და საფრანგეთი (3:2), მერვედფინალში მოუგო ჩეხეთს (5:2), მეოთხედფინალში ყაზახეთს (3:2) ნახევარფინალში კი პენალტებით სერბიას 3:1 სძლია.
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე საქართველომ ჯგუფში ინგლისი 1:0 დაამარცხა, 0:0 ითამაშა ესპანეთთან და 0:4 წააგო ევროპის ექვსგზის ჩემპიონ რუმინეთთან. მერვედფინალში საქართველომ პენალტების სერიაში პოლონეთს სძლია, მეოთხეფინალში კი 0:4 დამარცხდა უკრაინასთან.




