RAF 08-ის წონის ჩაბარებაზე, ჰენრი სეხუდოსთან დაპირისპირებამდე მერაბ დვალიშვილი ხვიჩა კვარაცხელიას მაისურით გამოცხადდა.
მერაბ დვალიშვილი ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციის, RAF-ის ეგიდით UFC-ს ყოფილ ჩემპიონს, ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანს, ჰენრი სეჰუდოს შეხვდება.
RAF-ი თავისუფალი სტილით ჭიდაობის ამერიკული ორგანიზაციაა, სადაც რამდენიმე ქართველი მოჭიდავე ასპარეზობს, მათ შორის – გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გივი მაჭარაშვილი.
Real American Freestyle-ი თავისუფალი ჭიდაობის ფორმატია ამერიკული ხედვით, რომელმაც ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობა მოიპოვა.
ქართველი მებრძოლი ამერიკელს UFC-ში ერთხელ უკვე შეხვდა და 2024 წლის თებერვალში მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა.







