თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ურთიერთდაცვის შესახებ მექის შეთანხმება ტექნიკურად იდენტურია ნატოს მე-5 მუხლისა. „აიპრესმა“ ამის შესახებ გუშინ უკვე მოგახსენათ.
საინფორმაციო სააგენტო Anadolu Ajansi-ის რედაქციაში სტუმრად მიწვეულმა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მექაში გამართულ შეხვედრაზე საუდის არაბეთთან და პაკისტანთან ხელმოწერილ თავდაცვის პაქტზე ისაუბრა და რეგიონული უსაფრთხოების ახალი მოდელი წარადგინა. ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ფიდანის განცხადებებში ჩანს თურქეთის სურვილი - რეგიონში ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის შექმნა და ამ კონტექსტში იგი კავკასიაზეც საუბრობს. ფიდანის მიერ გაჟღერებული ძირითადი თეზისები ასეთია:
1. ურთიერთდაცვის გარანტია
მექის შეთანხმება ტექნიკურად იდენტურია ნატოს კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულების მე-5 მუხლისა. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაქან ფიდანმა განაცხადა: „არც ერთი ქვეყანა, რომელიც არ გვესხმება თავს, ჩვენი სამიზნე არ არის“.
2. რეგიონული პასუხისმგებლობა
„ჩვენი რეგიონული პასუხისმგებლობის გაძლიერება აუცილებელია. გარე ჰეგემონები რეგიონის პრობლემებს არათუ ვერ ვერ წყვეტენ, არამედ მხოლოდ ამწვავებენ და ეს ძალიან ძვირი ჯდება. რეგიონის ქვეყნები უნდა ისწრაფოდნენ უფრო ძლიერი და ამასთან, მათი უსაფრთხოების, ეკონომიკური სტაბილურობის, განვითარების და კეთილდღეობის უზრუნველმყოფი ინსტიტუციური სტრუქტურების შექმნისკენ“.
3. უსაფრთხოება და ეკონომიკა
„ნებისმიერ რეგიონში თავდაცვის ალიანსის ნამდვილი საჭიროება არსებობს. ქვეყნებს არ შეუძლიათ ერთმანეთს გადაჯაჭვული ეკონომიკური სტრუქტურების აშენება ერთმანეთის უსაფრთხოებისადმი ნდობის გარეშე. ისტორია ამას ადასტურებს. ჩვენ ეს ევროკავშირში ვნახეთ. ევროპის ეკონომიკური თანამეგობრობა ამერიკული უსაფრთხოების ქოლგის ქვეშ წარმოიშვა და შემდეგ განვითარდა. აქაც არსებობს ძლიერი ნება, შეჩერდეს რეგიონში არასტაბილურობა და გაუმჯობესდეს მოსახლეობის კეთილდღეობა უფრო დიდი ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაციის გზით".
4. კავკასიის პაქტი
ფიდანმა არ გამორიცხა „კავკასიის პაქტის“ შექმნის შესაძლებლობა. მისი თქმით, ეს შეიძლება გაფორმდეს შესაძლებლობაც განიხილება. ფიდანის თქმით, ეს შეიძლება გაფორმდეს „საჭიროების შემთხვევაში“.
„გრძელვადიან ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში, შესაძლებელია ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოების არქიტექტურის ჰარმონიზაცია თურქეთთან შეთანხმების გზით“, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა
მასალა Anadolu Ajansi-ზე დაყრდნობით მოამზადა რაულ კაპანაძემ




