გერმანიის ბუნდესლიგაში მესამე ტურის შეხვედრები დაიწყო.
ლუკა ლოჩოშვილის „კიოლნი“ სახლში „ვერდერს“ მასპინძლობდა.
„კიოლნმა“ პირველივე წუთებიდან მძლავრად შეუტია და უკვე მე-8 წუთზე სტუმართა კარში თერთმეტმეტრიანი დაინიშნა. თუმცა, სტუმართა მეკარე კარკ ჰაინმა ტეის დარლინგის დარტყმის მოგერიება შეძლო.
სამი წუთის შემდეგ ლინტონ მაინამ „კიოლნი“ დააწინაურა. პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ ჰქონდათ მომენტები, მაგრამ ანგარიში აღარ შეცვლილა.
მეორე ტაიმში „ვერდერმა“ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა თამაში და 69-ე წუთზე ნიკლას ფულკრუგმა წონასწორობა აღადგინა.
შეხვედრის მიწურულს სტუმართა კარი მეკარემ იხსნა და მატჩი 1:1 დამთავრდა.
ლუკა ლოჩოშვილმა შეუცვლელად ითამასა, თუმცა, მას ზედიზედ მეორედ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის ყველა დაბალი შეფასება ჰქონდა (flashscore - 5.6).
მოამზადა რაულ კაპანაძემ




