ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ) ზედიზედ მეორედ მოიგო თბილისის გრანდ სლემი  თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს მსოფლიო ძიუდოს ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

ფინალში ქართველმა დამატებით დროში ნეიტრალური დროშით გამომასვლელ აგაიანს სძლია და თბილისის ტურნირი ზედიზედ მეორედ მოიგო.

ფინალურ ბლოკში ორი ქართველი, ირაკლი ბეროშვილი და ზაურ დვალაშვილი (ორივე – 81 კგ) ბრინაჯოს მედლებისთვის იჭიდაბებენ.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლოლაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.