აბუ-დაბიში დღეს ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღის შეხვედრები მიმდინარეობს.

აბუ-დაბიში დღეს ქალთა 57 კგ და კაცთა 66-73კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ასპარეზობენ.

ამ მომენტისთვის ტატამზე ოთხიდან სამი  ქართველი ძიუდოისტი გავიდა.

73 კგ წონით კატეგორიაში მსოფლიო და ოლიმპიურ ჩემპიონის ტიტულების მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი მონღოლ ანხზაია ლავარჯალთან  ვაზარით იყო წინ, მაგრამ შეხვედრის დასრულებამდე 2 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და დამარცხდა.  

ამავე წონაში გიორგი ტერაშვილმა ფრანგ ჯოან-ბენჯამინ გაბასთან წააგო შეხვედრა.

57 კგ წონით კატეგორიაში ნინო ლოლაძემ პირველ შეხვედრაში არგენტინელი ბრისა გომესი დაამარცხა, შემდეგ კი ბულგარელ იველინა ივლიევასთან დათმო შეხვედრა.

რამდენიმე წუთში ასპარეზობაში ჩაებმება 66 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტი ვაჟა მარგველაშვილი. იგი ნეიტრალური სტატუსით ჩემპიონატზე დაშვებულ რუს მურად ჩოპანოვს შეხვდება.