ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე მეორე საშეჯიბრებო დღე დასრულდა.

 81 კგ წონაში ტატო გრიგალაშვილმა ნახევარფინალში  იტალიელი ანტონიო ესპოზიტო დაამარცხა, ფინალში კი ნიდერლანდელ ფრანკ დე ვიტთან გაიმარჯვა იპონით და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალი მოიპოვა.

73 კგ წონაში ლაშა შავდათუაშვილმა რეპეშაჟის ნახევარფინალში ბულგარელ მარკ ხრისტოვს სძლია, რეპეშაჟის ფინალში კი მოლდაველი ადილ ოსმანოვი და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

73 კგ
1. ჰიდაიატ ჰეიდაროვი (აზერბაიჯანი)
2. დანილ ლავრენტიევი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ლაშა შავდათუაშვილი (საქართველო)
3. ჟოან-ბენჟამინ გაბა

81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი (საქართველო)
2. ფრანკ დე ვიტი (ნიდერლანდები)
3. ვედატ ალბაირაკი (თურქეთი)
3. შამილ ბორჩაშვილი (ავსტრია)

ქალები
63 კგ
1. რენატა ზახოვათ(ჩეხეთი) 
2. ჯოან ვან ლიშჰუტი (ნიდერლანდები)
3. ანდრეა ლესკი (სლოვენია)  
3. ლუბიანა პიოვესანა (ავსტრია)  

70 კგ
1. ბარბარა მატიჩი (ხორვატია)
2. ელიზავეტა ტელციდუ (საბერძნეთი)
3. ლარა ცვეტკო (ხორვატია)
3. აი ცუნოდა რუსტანტი (ესპანეთი)