პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე დღეს ასპარეზობაში 73 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები ჩაებნენ
ოლიმპიური თამაშების ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს და მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში ფრანგ ჟოან-ბენჟამინ გაბას შეხვდა.
ქართველმა ძიუდოისტმა შეხვედრა შიდოებით წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.