კვიპროსში ქუთაისი „ტორპედომ" კონფერენც ლიგის მე-2 ეტაპის პირველი მატჩი გამართა.

შეხვედრის პირველი ნახევარი მასპინძლებმა 41-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგეს.

მეორე ნახევრის 30-ე წუთზე ქუთაისელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს, მაგრამ ორ წუთში მასპინძლები ისევ დაწინაურდნენ.

მატჩის დასრულებამდე ექვსი წუთით ადრე მასპინძლებმა კიდევ ერთხელ აიღეს სტუმრების კარი და განმეორებით შეხვედრაში მათ ორბურთიანი უპირატესობა ექნებათ.

„ომონია" ნიქოზია - „ტორპედო" ქუთაისი 3:1(1:0)
გოლები: 41' სენუ კულიბალი 1:0, 75' მომო იანსანე 1:1, 77' სენუ კულიბალი 2:1, 84' ევანდრო 3:1