„მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. წინა თამაშებზე კი ვიტყვი, რომ მეტს ვიმსახურებდით." - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.
რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.
პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.
წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა. შესაძლოა, მათ სურათი შეეცვალა, ახლა კი ვარჯიშებზე ამისთვის ვემზადებით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
შეგახსენებთ, 26 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქე F ჯგუფის მე-2 ტურის შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრები იყო. შეხვედრის პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გიორგი მიქაუტაძის მიერ თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ, ჩეხებმა 59-ე წუთზე კუთხურიდან ჩაწოდების შემდეგ შეძლეს ანგარიშის გათანაბრება.
შეხვედრის ბოლო წამებზე საბა ლობჟანიძემ აშკარა საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
საქართველო შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი - სოლომონ კვირკველია (82' გიორგი გველესიანი), გურამ კაშია, ლაშა დვალი - ოთარ კაკაბაძე, ზურიკო დავითაშვილი (62' გიორგი ჩაკვეტაძე), ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი წიტაიშვილი (62' ლუკა ლოჩოშვილი) - გიორგი მიქაუტაძე (88' გიორგი ქვილითაია), ხვიჩა კვარაცხელია (83' საბა ლობჟანიძე)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)
დაცვა: სოლომონ კვერკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)
ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)
ევრო 2024 | საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი
18 ივნისი | თურქეთი - საქართველო | 20:00 - საქართველო თურქეთთან შეხვედრაში 1:3 დამარცხდა
22 ივნისი | საქართველო - ჩეხეთი | 17:00 - საქართველომ ჩეხეთთან შეხვედრა ფრედ 1:1 დაასრულა
26 ივნისი | საქართველო - პორტუგალია | 23:00
პ.ს. ფოტო საქართველოს პირველი არხი