ბაქოში ძიუდოისტთა ნაკრები გუნდები მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის იბრძვიან.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იტალიის ნაკრების დამარცხების შემდეგ უზბეკეთთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის გასაგრძელებლად საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდა.

შეხვედრასაც საქართველო 0:2-ს აგებდა, მაგრამ ჯერ ბექაურმა ტრავმის მიუხედავად არ შეწყვიტა ბრძოლა, და საბოლოოდ მეტოქე იპონით დაამარცხა, შემდეგ 1:3-ზე კი ეთერ ლიპარტელიანი და ირაკლი დემეტრაშვილმა თავიანთი შეხვედრები მოიგეს და და კომპიუტერის მიერ კვლავ ტატამზე გაწვეულმა ბექაურმა მორიგ ჯერზე გამოავლინა თავისი ოსტატობა და მებრძოლი სული.

ბრინჯაოს მედლისთვის საქართველო ნახევარფინალში იაპონიასთან დამარცხებულ ჩინეთს დაუპირისპირდება.

ასევე ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ რეპეშაჟში თურქეთთან გამარჯვებული მონღოლეთი და ნახევარფინალში რუსეთთან დამარცხებული უზბეკეთი.

ფინალში ერთმანეთს იაპონია და რუსეთი შეხვდებიან.

მოამზადა რაულ კაპანაძემ