გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში 72 წლის მამაკაცს მეოთხე დღეა ეძებენ.
აკაკი დემუროვი სახლიდან გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა.
სამძებრო სამუშაოებში სამართალდამცველებთან ერთად ჩართულნი არიან მოხალისეები. დაკარგული მამაკაცის ოჯახი საზოგადოებას მოუწოდებს, სიახლის არსებობის შემთხვევაში დაუკავშირდნენ ოჯახის წევრებს ან აცნობონ პოლიციას.











