დორტმუნდში, „სიგნალ იდუნა პარკზე", საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრა
საქართველოს ნაკრების მეტოქე მისთვის ისტორიულ შეხვედრაში თურქეთის ნაკრები იყო.
შეხვედრის მე-10 წუთზე საქართველო გოლს გადაურჩა. ქაან აიჰანის უძლიერესი დარტყმა ძელს მოხვდა.
ერთი წუთის შემდეგ მეტოქის საჯარიმოსთან ხვიჩა კვარაცხელიამ ანზორ მექვაბიშვილს გადააწოდა ბურთი, მან ძლიერად დაარტყა კარში, ბურთი ზურგზე მოხვდა მცველს და მიმართულება შეიცვალა, მაგრამ უკვე საპირისპირო მიმართულებით დაძრულმა მეკარე მოასწრო რეაგირება და ბურთი მოიგერია.
ანგარიში მე წუთზე გაიხსნა.
შეხვედრის მე-20 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი პირდაპის მერთ მიულდიურზე მოიგერია, მან კი ერთი შეხებით და ძლიერად გიორგი მამარდაშვილისგან მარცხენა ცხრიანში გაგზავნა ბურთი.
27-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მცველების შეცდომის შემდეგ თურქებმა მეორე გოლი გაიტანეს, მაგრამ გადამოწმების შედეგად მსაჯმა გოლი გააუქმა.
32-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილის საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში საქართველოს მიერ გატანილი პირველი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა.
ორი წუთის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ მშვენიერი გადაცემა გაუკეთა საჯარიმოში ოთარ კაკაბაძეს, მან ბურთი ოდნავ უკან და საჯარიმოს ცენტრის მიმართულებით თავით დაუგდო გიორგი მიქუტაძეს და ამ უკანასკნელის დარტყმის შემდეგ ბურთმა მარჯვენა კარის ძელს ჩაუარა ახლოს.
სანახაობრივად ლამაზი პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. თურქების მიერ დასაწყისში მოპოვებული უპირატესობის და გატანილი გოლის მიუხედავად ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს მობილიზება, მალე გაიტანეს საპასუხო გოლი და შემდეგ დაწინაურების შანსიც ჰქონდათ.
შეხვედრის მეორე ნახევრის დაწყებისთანავე თურქებმა მოიპოვეს უპირატესობა. 57-ე წუთზე საჯარიმოდან ჰაქან ჩალჰანოღლუს უძლიერესად დარტყმული ბურთი გიორგი მამარდაშვილმა მოიგერია. 65-ე წუთზე კი ქართველი მცველების პოზიციური შეცდომის შემდეგ საჯარომო მოედნის წინა ხაზთან ახლოს დასარტყმელ პოზიციაში აღმოჩნდა არდა გიულერი და უძლიერესი დარტყმით მამარდაშვილისგან მარჯვენა მაღა კუთხეში გაიტანა გოლი.
68-ე წუთზე თურქებმა ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენეს, ორ წუთში კი გიორგი ქოჩორაშვილს მიეცა გოლის გატანის ასპროცენტიანი შანსი, მაგრამ მან ბურთი ზედა ძელს მოახვედრა.
87-ე წუთზე გიორგი მამარდაშვილმა გადაარჩინა კარი.
90+3 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ შეძლო საჯარიმოში ჩაწოდება, მაგრამ ქოჩორაშვილმა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა კარს.
90+6 წუთზე საქართველოს ნაკრებმა აშკარა შანსი ვერ გამოიყენა: ჯერ ბუდუ ზივზავაძის თავური მოიგერია ძელმა, შემდეგ კი ზურიკო დავითაშვილმა დაამატა, მაგრამ სამეტ აკაიდინმა დაახვედრა ბურთს თავი და კარს ზემოდაან გადაატარა.
90+7 წუთზე საქართველოს ნაკრები მთელი გუნდით ჩავიდა მეტოქის საჯარიმოზე, თურქებმა ბურთის გამოტანა, შემდეგ კი ცარიელ კარში გოლის გატანა შეძლეს და შეხვედრა 3:1 მოიგეს.
საქართველოს ნაკრებმა შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, სოლომონ კვირკველია (85' ბუდუ ზივზივაძე), გურამ კაშია, ლაშა დვალი, გიორგი წიტაიშვილი (74' ლუკა ლოჩოშვილი), ანზორ მექვაბიშვილი (სანდრო ალთუნაშვილი), გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე (74' ზურიკო დავითაშვილი), ხვიჩა კვარაცხელია, გიორგი მიქაუტაძე