ბულგარეთის ქალაქ ალბენაში ევროპის ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა 19 წლამდე ასაკის ქალთა B ლიგის მე-2 ჯგუფის ნაკრებ გუნდებს შორის.
საქართველოს 19 წლამდე ასაკის ქალთა ნაკრები ირლანდიასთან შეხვედრაში განადგურდნენ.
ამავე ჯგუფში სომხეთმა ბულგარეთთან კიდევ უფრო დიდი ანგარიშით წააგო.
ირლანდია - საქართველო 7:0(4:0)
ბულგარეთი - სომხეთი 10:0(5:0)
13 ოქტომბერს საქართველო სომხეთს, ირლანდია კი ბულგარეთს შეხვდება.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




