ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანიის ხელმძღვანელად ვლადიმერ სალუქვაძე დაინიშნა.

ახალი დირექტორი მერიის სამსახურის უფროსებს და კომპანიის თანამშრომლებს ოზურგეთის მერის მოვალეობის შემსრულებელმა გია ანთაძემ და მერის მოადგილე ნიკა ბოლქვაძემ წარუდგინეს.

„შ.პ.ს. ოზურგეთის სატრანსპორტო კომპანია მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამსახურია და ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს სერვისებს აწვდის ჩვენს მოსახლეობას. ვლადიმერ სალუქვაძის მრავალწლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორში, მათ შორის, სხვადასხვა ხელმძღვანელ პოზიციაზე, სამსახურს დაეხმარება სატრანსპორტო სისტემა კიდევ უფრო განვითარდეს და მოქალაქეებისთვის მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდეს.” - განაცხადა გია ანთაძემ.