პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი.

ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს.

 იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია.

 უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე ნიკოლოზ მარსაგიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს.

 მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების“, პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა.

 როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მოქმედ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 12 ივნისს ეწურება, კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი უფლებამოსილებას 2025 წლის 13 ივნისიდან შეუდგება.