21-22 სექტემბერს  ,,თბილისის ვისკის ფესტივალი 2024’’ Pernod Ricard-ის გლობალ ამბასადორებსა და პრეზიდენტს უმასპინძლებს.

ღონისძიებას ვისკის მოყვარულებისთვის გამორჩეული ხასიათი ექნება, რადგან ისინი ერთ სივრცეში შეძლებენ: ვისკების დაგემოვნებას, შედარებასა და ფავორიტის აღმოჩენას.

თბილისის ვისკის ფესტივალზე Pernod Ricard-ის პორტფელი წარმოდგენილი იქნება 4 ბრენდით: Jameson, Chivas Regal, The Glenlivet და Four Roses. თითოეული ბრენდის სტენდთან დეგუსტაციის გარდა, შესაძლებელი იქნება უცხოელ სპეციალისტებთან გასაუბრება და მათი გამოცდილების მოსმენა.

შეგახსენებთ, ვისკის ფესტივალს ესტუმრება Chivas Regal-ისა და The Glenlivet-ის გლობალ ამბასადორი Adiy Sharipov, რომლის ტრენინგებზე დასწრებაც  21-22 სექტემბერს 17:00 საათზე იქნება შესაძლებელი.

ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებთან ერთად Four Roses ვისკის მოყვარულებისთვის კარგად ნაცნობი ბურბონია, რომელზეც უფრო მეტს მისი გლობალ ამბასადორი Michael Mintskovsky მოგვიყვება. არ გამოტოვოთ მისი ტრენინგები 21-22 სექტემბერს 17:40 საათზე.

ფესტივალის დამსწრეებს დეგუსტაციებსა და მასტერკლასებზე დასწრების გარდა შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ უნიკალური საჩუქრები.

გელოდებით ვისკის ფესტივალზე, ერთად ვაქციოთ 21-22 სექტემბერი დაუვიწყარ მოგონებად.

ბილეთების შესაძენად ეწვიეთ ბმულს: tkt.ge/TBILISIWHISKYFESTIVAL