ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე დებიუტანტია. უეფას ბილეთების გაყიდვის დიდი გამოცდილება აქვს და ამიტომ, ქართველი გულშემატკივრებისთვის გამოყოფილი ბილეთების გაყიდვა უეფას ოფიციალური პორტალის საშუალებით წარიმართება, - ამის შესახებ „ქრონიკაში“ ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ განაცხადა.
„ჩვენ ერთიანობით დავამტკიცეთ, რომ ნებისმიერ გუნდთან შეგვიძლია გამარჯვების მოპოვება. ნაკრების ბიჭებმა რწმენა ჩაუნერგეს საქართველოს მოსახლეობას. დარწმუნებული ვარ ასეთი გამარჯვებები მომავალშიც იქნება. ევროპის ჩემპიონატზე ყველა გუნდი არის ძალიან ძლიერი და ვფიქრობ, რომ საქართველოს ნაკრები თავს წარმოაჩენს დადებითად და პერსპექტიულად“, - განაცხადა კახა ჭუმბურიძემ.
26 მარტს, საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. საქართველოს საფეხბურთო ნაკრები, ევროპის ჩემპიონატზე მატჩებს გერმანიაში, 18, 22 და 26 ივნისს გამართვას.