იტალიის სერია A-ში მეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
სერია A-ს დებიუტანტმა, გიორგი კვერნაძის „ფროსინონემ“, გენუაში, „სტადიო ლუიჯი ფერარისზე“, ფრედ დაასრულა შეხვედრა, რაც, მიუხედავად იმისა, რომ მას ზედიზედ მესამე თამაშის მოგება შეეძლო, სტარტის წარმატებულ გაგრძელებად შეიძლება შეფასდეს.
ქართველი ფეხბურთელი გიორგი კვერნაძე (Flashscore - 7.9, ზედიზედ მეორე შეხვედრაში გახდა გოლის ავტორი და ამჯერად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც დასახელდა. იგი 87-ე წუთზე შეცვალეს.
„ჯენოა“ - „ფროზინონე“ 1:1(0:1)
გოლები: 14' გიორგი კვერნაძე 0:1, 50' იოჰან ვასკესი 1:1
45+1' წუთზე ლორენცო კოლომბომ („ჯენოა“) თერთმეტმეტრიანი ააცილა
გაძევება: 87' იოჰან ვასკესი (მეორე ყვითელი)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




