ბუდაპეშტი დასრულდა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური შეხვედრები ქალთა +78 კგ და კაცთა +100 კგ წონით კატეგორიებში.
+100 კგ წონითი კატეგორიის ფინალურ შეხვედრაში გურამ თუშიშვილმა ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელ ინალ ტასოევსთან დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.
1. ინალ ტასოევი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი
2. გურამ თუშიშვილი - საქართველო
3. ტიმურ რახიმოვი - ტაჯიკეთი
3. მინჯონ კიმი - კორეა
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველოს კაცთა ნაკრები (2 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლით) იაპონიის (3 ოქროს მედალი) ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოპასპარეზე რუსეთი წარმომადგენლების (3 ოქროს მედალი) და საფრანგეთის ნაკრები გუნდების მომდევნო მეოთხე ადგილზე გავიდა
+78 კგ წონით კატეგორიის ფინალში კორეელმა ჰაიუნ კიმმა იაპონელი მაო არაი დაამარცხა ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ნაჩვენები შედეგების მიხედვით საქართველოს ქალთა ნაკრები მესამიდან მეოთხე ადგილზე გადასწია.
1, ჰაიუნ კიმი - კორეა
2. მაო არაი - იაპონია
3. ჰიონჯი ლი - კორეა
3. რომანე დიკო - საფრანგეთი
იაპონელ ქალთა ანგარიშზე 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალია, იტალიელებს 2 ოქროს მედალი აქვთ, კორეელებს 1 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი, მეოთხე ადგილზე მყოფ საქართველოს კი 1 ოქროს მედალი.
გაერთიანებულ გუნდებს შორის პირველი იაპონიაა (6 ოქრო, 4 ვერცხლი, 4 ბრინჯაო), მეორე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე რუსები (3 ოქრო, 2 ბრინჯაო), მესამე იტალია (2 ოქრო), მეიოთხე კი საქართველო (1 ოქრო, 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო).