პერუს დედაქალაქ ლიმაში დასრულდა 20 წლამდე ასაკის ძალოსანთა მსოფლიო ჩემპიონატი 89 კგ წონით კატეგორიაში.
ქართველმა ძალოსანმა გოგა ჯაჯვანმა ატაცში 162 კგ-ით მცირე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 198 კგ დასძლია და მცირე ოქროს მედლის მფლობელი გახდა.
ორჭიდის ჯამში გოგა ჯაჯვანმა 360 კგ დააგროვა და მსოფლიო ჩემპიონის დიდი ოქროს მედალი მოიპოვა.
1. გოგა ჯაჯვანი (საქართველო) - 162(155*,156, 162)+198(190,195,198)=360კგ
2. ანხელ იგნასიო როდრიგეს მენესესი (ვენესუელა) - 164+195=359კგ
3. დევიდ კუესტა ანხელი (კოლუმბია) - 163+196=359კგ