დღეს, ბელგრადში, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები დაასრულებენ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობას

97კგ წონითი კატეგორიის ფინალში ერთმანეთს აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი და ბაჰრეინელი ახმედ ტაჟიდინოვი შეხვდებიან. შედეგის მიუხედავად ორივე მათგანმა გუშინვე გაინაღდა პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობა, კიდევ სამი საგზურის ბედი კი დღეს საღამოს უნდა გარკვეულიყო. რეგლამენტის თანახმად, სამიდან ორი ლიცენზია ბრინჯაოს პრიზიორებს ეკუთვნით, დარჩენილი ერთისთვის კი ბრინჯაოს ფინალში დამარცხებულები ჭიდაობენ.

მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლისთვის ამ საღამოს ერთმანეთს გივი მაჭარაშვილი და რეპეშაჟიდან  ბრინჯაოს ფინალში გასული თურქი იბრაჰიმ ჩიფჩი  და ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოასპარეზე, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონი აბდულრაშიდ სადულაევი და რეპეშაჟიდან ბრინჯაოს მეორე ფინალში გასული მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი, ამერიკელი კაილ სნაიდერი უნდა შეხვედროდნენ,

რუსეთის ჭიდაობის ფედერაციის ვებგვერდზე გავრცელებული განცხადების თანახმად, გუშინ, აბდულრაშიდ სადულევის მიერ ბაჰრეინელ აჰმედ ტაჟიდინოვთან შეხვედრის დროს მიღებული ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა და მას ექიმებმა ჭიდაობის ნება არ დართეს და შეჯიბრებიდან მოხსნეს.

ამრიგად, პარიზის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის ხუთივე მფლობელი ვინაობა ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრების დასრულებამდე გაირკვა.

საქართველომ ბელგრადში ექვსიდან ორი ლიცენზია (97-125კგ წონებში) მოიპოვა, კიდევ ოთხი ლიცენზიის  (57-65-74-86კგ წონებში) მოსაპოვებლად კი წინ მეტად რთული ბრძოლაა