ესპანეთის ლა ლიგაში მერვე ტურის მატჩები დასრულდა
გიორგი ქოჩორაშვილის „სევილიამ“ გასვლაზე „ლევანტესთან“ (ქოჩორაშვილის ყოფილი კლუბი) შეხვედრა ფრედ დაასრულა.
აღსანიშნავია, რომ მასპინძლებმა ანგარიში კომპენსირებული დროის მეორე წუთზე გაათანაბრეს, სამი წუთის შემდეგ ისევ ჩამორჩნენ და კომპენსირებული დროის მეათე წუთზე, სტუმართა გუნდიდან მესამე გოლის ავტორისთვის არასპორტული საქციელის გამო ნაჩვენები მეორე ყვითელი ბარათის და მინდვრიდან გაძევების შემდეგ დააღწიეს მარცხს თავი.
გიორგი ქოჩორაშვილი (Flashscore - 7.0) მინდორზე პირველიდან 88-ე წუთამდე იყო.
„ლევანტე“ - „სევილია“ 3:3(0:1)
გოლები: 13' რობი ურე 0:1, 54' ფელიშ კორეია 0:2, 57' ივან რომერო 1:2, 90+2' დელა 2:2. 90+5' ისაკ რომერო 2:3, 90+10' იფეანი ნდუკვე 3:3
გაძევება: 90+6' ისააკ რომერო („სევილია“, მეორე ყვითელი)

მოამზადა რაულ კაპანაძემ




