ბაქოში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში ცალკეულ წონით კატეგორიებში.
დღეს, +100 კგ წონაში მსოფლიო ჩემპიონი გახდა ინალ ტასოევი. მან ფინალში აზერბაიჯანელი უშაგი კოკური დაამარცხა.
ინალ ტასოევი მსოფლიო ჩემპიონი მესამედ (2023, 2025, 2026) გახდა, უშანგი კოკაურმა კი კარიერაში მეორედ შეძლო ვერცხლის მედლის მოპოვება. პირველად მას ვერცხლის მედალი 2018 წელს, ბაქოში, გურამ თუშიშვილთან ფინალში დამარცხების შემდეგ გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანელმა ძიუდოისტებმა მსოფლიო ჩემპიონატზე შვიდი მედალი მოიპოვეს, რაც მათი ისტორიული რეკორდია. დღემდე მოპოვებული მედლების რაოდენობის მხრივ საუკეთესო მაჩვენებელი 2017 წელს ბუდაპეშტში აღებული 4 მედალი (2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო) იყო.
ქალთა +78 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი 19 წლის კორეელი ჰიოჯი ლი გახდა. მან ოქროს მედლისთვის ორთაბრძოლაში ფრანგი რომან დიკო დაამარცხა.
კაცები, 60კგ
1. აჰმედ იუსუფოვი - აზერბაიჯანი
2. შერზოდ დავლატოვი - ყაზახეთი
3. გიორგი სარდალაშვილი - საქართველო
3. რიუჯუ ნაგაიამა - იაპონია
ქალები, 48კგ
1. ვაკანა კოგა - იაპონია
2. ასუნტა სცუტო - იტალია
3. შირინ ბუკლი - საფრანგეთი
3. საბინა გილიაზოვა - რუსეთი
კაცები, 66კგ
1. ჰიფუმი აბე - იაპონია
2. დევიდ გარსია ტორნე - ესპანეთი
3. დენის ვიერუ - მოლდოვა
3. ტაკეში ტაკეოკა - იაპონია
ქალები, 52კგ
1. უტა აბე - იაპონია
2. არიან ტორო სოლერი - ესპანეთი
3. აიუმი ლეივა სანჩესი - ესპანეთი
3. ოდეტ ჯუფრიდა - იტალია
კაცები, 73კგ
1. რიუჯა ტანაკა - იაპონია
2. მახმადბეკ მახმადბეკოვი - არაბთა გაერთიანებული სამიროები
3. რაშიდ მამადალიევი - აზერბაიჯანი
3. დაიან ბულემტაფესი - საფრანგეთი
ქალები, 57 კგ
1. აკარი ომორი - იაპონია
2. ეთერ ლიპარტელიანი - საქართველო
3. ანა ვიქტორია პულიზი - ხორვატია
3. მარიცა პერისიჩი - სერბეთი
კაცები, 81 კგ
1. ტატო გრიგალაშვილი - საქართველო
2. ზელიმ ცკაევი - აზერბაიჯანი
3. ომარ რაჯაბი - აზერბაიჯანი
3. მიჰაილო სიმინი - სერბეთი
ქალები, 63 კგ
1. ჰარუკა კაძუ - იაპონია
2. კერემ პრიმო - ისრაელი
3. რენატა ზახოვა - ჩეხეთი
3. ენხრილენ ლხაგვატოგო - მონღოლეთი
კაცები, 90 კგ
1. სანშირო მურაო - იაპონია
2. გოკი ტაჯიმა - იაპონია
3. ბორის რუტოვიჩი - სერბეთი
3. მურად ფატიევი - აზერბაიჯანი
ქალები, 70 კგ
1. აი ცუნოდა რუსტანტი - ესპანეთი
2. მიხაელა პოლერესი - ავსტრია
3. მადინა ტაიმაზოვა - რუსეთი
3. ჯოვანა სკოციმარო - გერმანია
კაცები, 100 კგ
1. ილია სულამანიძე - საქართველო
2. დოტა არაი - იაპონია
3. ნიაზ ბილალოვი - რუსეთი
3. ჯენარო პირელი - იტალია
ქალები, 78 კგ
1. ელიზავეტა ლიტვინენკო - არაბთა გაერთიანებული საამიროები
2. კაილა ისუფი - საფრანგეთი
3. კურენა იკედა - იაპონია
3. ანა მონტენ ოლეკი - გერმანია
კაცები, +100 კგ
1. ინალ ტასოევი - რუსეთი
2. უშანგი კოკოური - აზერბაიჯანი
3. ქანან ნასიბოვი - აზერბაიჯანი
3. ლუკაშ კპპალეკი - ჩეხეთი
ქალებოი, +78 კგ
1. ჰიონჯი ლი - კორეა
2. რომან დიკო - საფრანგეთი
3. რაზ ჰერშკო - ისრაელი
3. მარია ივანოვა - რუსეთი
მოპოვებული მედლებით საუკეთესო მაჩვენებელი იაპონიას ჰქონდა, მეორე ადგილი კი საქართველომ დაიკავა.
ბაქოში მოპოვებული მედლები:
იაპონია — 7-2-3
საქართველო — 2-1-1
აზერბაიჯანი — 1-2-4
ესპანეთი — 1-2-1
არაბთა გაერთიანებული საამიროები — 1-1-0
რუსეთი — 1-0-4
კორეა — 1-0-0
საფრანგეთი — 0-2-2
იტალია — 0-1-2
ისრაელი — 0-1-1
ავსტრია — 0-1-0
ყაზახეთი — 0-1-0
სერბეთი — 0-0-3
გერმანია — 0-0-2
ჩეხეთი — 0-0-2
მოლდოვა — 0-0-1
მონღოლეთი — 0-0-1
ხორვატია — 0-0-1
შეგახსენებთ, რომ ქართველ ძიუდოისტებს 1965 წლიდან ბაქოს მსოფლიო ჩემპიონატამდე 15 ოქროს, 19 ვერცხლის და 38 ბრინჯაოს მედალი ჰქონდათ მოპოვებული.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




